მოგზაურობა ღვინის სამშობლოში

ანოტაცია: ქართული ბუნებრივი ღვინის აღორძინება წინააღმდეგობებით სავსე პროცესი იყო და დინების საწინააღმდეგო ცურვას ჰგავდა. რამდენიმე მეღვინემ გზა მაინც გაჭრა, ჩვენი მარნებისაკენ მოახედა მსოფლიო და გენიალური ქვევრის ღვინოებით გააკვირვა იგი! ეს წიგნი სწორედ ამ ადამიანებზეა - ცოცხალ ლეგენდებზე! და ყველა იმ ქართველზე, რომელსაც ამერიკელი ღვინის მწერლის მოთხრობილი ამბავი, თავისი ოჯახისა და ღვინის ისტორიას გაახსენებს. ელის ფეირინგი დაუვიწყარ პორტრეტებს, პეიზაჟებსა და პანორამულ ტილოებს ხატავს, ... ფრაზები წიგნიდან: როცა ჩემს ნაცნობებს ვუთხარი, რომ საქართველოში ღვინის გამო ვიმოგზაურე, ყველა ერთხმად გამომეპასუხა: ,,შესანიშნავია!’’ მერე, თითქოს ყურებს არ დაუჯერესო, შეცბუნებულებმა ისევ შემომხედეს და მკითხეს: -მმმ... რა მანძილზეა ეს ვენახები ატლანტიდან? -ეს ვაზის ქვეყანაა, - გავუზიარე მათ ჩემი მოსაზრება, თან მინდოდა, ამეხსნა, რომ ეს ,,ჯორჯია’’ შეერთებულ შტატებში არ იყო, - სამხ. კავკასიის მთებში მდებარეობს. -მართლა? იქ ღვინოს აყენებენ? იქ ნამდვილად აყენებენ ღვინოს, რომელსაც ვაღმერთებ. ...