მოგზაურობა ღვინის სამშობლოში
ანოტაცია: ქართული ბუნებრივი ღვინის აღორძინება წინააღმდეგობებით სავსე პროცესი იყო და დინების საწინააღმდეგო ცურვას ჰგავდა. რამდენიმე მეღვინემ გზა მაინც გაჭრა, ჩვენი მარნებისაკენ მოახედა მსოფლიო და გენიალური ქვევრის ღვინოებით გააკვირვა იგი! ეს წიგნი სწორედ ამ ადამიანებზეა - ცოცხალ ლეგენდებზე! და ყველა იმ ქართველზე, რომელსაც ამერიკელი ღვინის მწერლის მოთხრობილი ამბავი, თავისი ოჯახისა და ღვინის ისტორიას გაახსენებს. ელის ფეირინგი დაუვიწყარ პორტრეტებს, პეიზაჟებსა და პანორამულ ტილოებს ხატავს, ...
ფრაზები წიგნიდან:
როცა ჩემს ნაცნობებს ვუთხარი, რომ საქართველოში ღვინის გამო ვიმოგზაურე, ყველა ერთხმად გამომეპასუხა: ,,შესანიშნავია!’’ მერე, თითქოს ყურებს არ დაუჯერესო, შეცბუნებულებმა ისევ შემომხედეს და მკითხეს: -მმმ... რა მანძილზეა ეს ვენახები ატლანტიდან? -ეს ვაზის ქვეყანაა, - გავუზიარე მათ ჩემი მოსაზრება, თან მინდოდა, ამეხსნა, რომ ეს ,,ჯორჯია’’ შეერთებულ შტატებში არ იყო, - სამხ. კავკასიის მთებში მდებარეობს. -მართლა? იქ ღვინოს აყენებენ? იქ ნამდვილად აყენებენ ღვინოს, რომელსაც ვაღმერთებ.
რა გამძლე აღმოჩნდა ეს ქვეყანა... მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში აოხრებდნენ ოტომანების და ირანელები შაჰ-აბას I და შას-აბას II, რომლებმაც დაუნდობლად აჩეხეს აქ ვენახები, ვფიქრობ, ქართველებს ძალას სწორედ ვაზი აძლევდა. ისინი იყვნენ რუსების უღელქვეშ, გამოიარეს კომუნიზმის საშინელებები. მთელი ამ დროის განმავლობაში არასოდეს დაუკარგავთ მეღვიანეობის ტრადიციები. ისინი გრძნობით იყვნენ მიჯაჭვულნი თავიანთ ღვინოზე, თითქოს მათი სისხლიაო. ასევე სისხლხორცეული კავშირი ჰქონდათ თიხის ჭურჭელთან - ქვევრთან, რომელშიც საოცარი ერთგულებითა და რუდუნებით აყენებდნენ ღვინოს.
ქართველები ზიარების ღვინოს ,,ზედაშეს’’ ეძახიან. ისტორიიდან ვიცით, რომ სხვაგან ეკლესიებში საშინელ ღვინოს აყენებდნენ, საქართველოში კი მიიჩნეოდა, რომ ის უსუფთავესი და უმაღლესი ხარისხის უნდა ყოფილიყო. ტრადიციული მარნების უმეტესობაში ყოველთვის იყო ერთი ქვევრი ზიარების ღვინისთვის, რომელსაც ეკლესიას შესწირავდნენ.
ვერაფერი შეედრება შეცნობის იმ შოკს, ემოციის მოზღვავებას... თითქოს დენმა დაგარტყა. საქართველოში პირველად უკვე აღარ ვარ, მაგრამ აქ ყოფნის ყოველ წამს ველოლიავები. ვეფერები აქ პირველად ჩამოსვლის წუთებს - ასევე დაგემართებათ თქვენც; ვტკბები აქაური ბოლოკის პირველი ჩაკბეჩით, ალუბლის მარცვლის პირველი გემოთი; სუფრასთან პირველად მოსმენილი ქართული სიმღერით, იმ მომენტით, როცა ღვინო ყანწით პირველად შევსვი. ველოლიავები დროის იმ გაელვებას, როცა პირველად გავაცნობიერე, რომ ეს საქართველოა.
ეს ილია ჭავჭავაძის ქვეყანაა, წმინდანად შერაცხილი კაცისა, რომელიც მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში სათავეში ედგა საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებას. ის, როგორც სუფთა, შეურყვნელი ღვინის პატივის დამცველი, წერდა: ,,ყოველივე, რასაც კი ბუნებრივ ღვინოში ჩაუმატებ, სიყალბეა, და სასმელი, ამ სახით შერყვნილი, ღვინო კი აღარ არის, ნაკეთი სასმელია. მოდი,მარტო მართალი ღვინოები გავიტანოთ ბაზარში.
ეს ილია ჭავჭავაძის ქვეყანაა, წმინდანად შერაცხილი კაცისა, რომელიც მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე ქართულ ღვინოზე - ჩვენებური ხალხი ძალიან ჰთაკილობს, ღვინოში ყურძნის წვენის მეტი სხვა რამე ჩაურიოს, და ვისაც ეგ კანტიკუნტად სადმე გაუბედნია, ყოველივე ღონისძიება უხმარია, არავინ შემიტყოსო, ესედონ სირცხვილად და ცოდვად მიაჩნდა ჩვენში ყველას, წმინდა წვენი ბუნებისგან მოცემული ყურძნისა წაეწყმიდა და შეებღალა რითიმე თავისგან ჩამატებულითა და ჩარევით. თუ ჰსურთ, რომ რუსეთის ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულ ყალბ ღვინოებს აჯობოს და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შესაძლოა, მოხდეს, რომ გასამკლავებლად ევროპულ ყალბ ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ’’.
წიგნის ლინკი Goodread-ზე -https://www.goodreads.com/book/show/61864129
წიგნის შეძენა შეგიძლიათ - https://palitral.ge/product/2863/ghvinis-siyvarulit

Comments
Post a Comment